ფიტნეს კლუბის წარმატებისთვის წევრების შენარჩუნება გადამწყვეტია. FormaCore გაძლევთ მონაცემებსა და ავტომატიზაციის შესაძლებლობებს, რომ დროულად შეამჩნიოთ აქტივობის კლება, დაუკავშირდეთ წევრებს და დააბრუნოთ რეგულარულ ვარჯიშზე. შექმენით კლუბი, სადაც წევრებს დარჩენა სურთ.
წევრებს ვარჯიშის ჩვეული რიტმი აქვთ. ამ რიტმის ცვლილება შეიძლება წევრობის შეწყვეტის ადრეული ნიშანი იყოს. თვალი ადევნეთ დასწრებას, ჩართულობასა და გადახდების ისტორიას რეალურ დროში, რათა დროულად დაინახოთ აქტივობის კლება და წევრებს დაუკავშირდეთ.
წევრები ხშირად ისე წყვეტენ სიარულს, რომ კლუბიდან არც მოკითხვა მისდით და არც დაბრუნების შეხსენება. ავტომატიზაციით საჭირო შეტყობინება საჭირო დროს იგზავნება. თქვენს გუნდს თითოეული შეტყობინების ხელით გაგზავნა აღარ უწევს.
წევრების დაკარგვის პრობლემა ხშირად მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა რეაგირება უკვე დაგვიანებულია. თვალი ადევნეთ წევრობის შეწყვეტის მაჩვენებელს, წევრობის საშუალო ხანგრძლივობას, ვიზიტების სიხშირესა და ჯგუფების შევსებას. ასე გადაწყვეტილებებს თქვენი ბიზნესის მიმდინარე მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებთ.
როცა წევრებს განრიგის ნახვა, მომდევნო ვარჯიშის დაჯავშნა და აბონემენტის მართვა პირდაპირ ტელეფონიდან შეუძლიათ, მათი კლუბში დარჩენის ალბათობა იზრდება. შესთავაზეთ მათ თქვენი ბრენდის პორტალი და მობილური აპლიკაცია, რათა კლუბთან კავშირი ყოველდღიურად შეინარჩუნონ.
ვიზიტების აღრიცხვა ერთდროულად გეხმარებათ შესვლის კონტროლსა და წევრების აქტივობის შეფასებაში. დასწრების მონაცემებით ხედავთ, ვინ ვარჯიშობს რეგულარულად, ვინ მოუკლო სიარულს და ვინ არ ყოფილა დარბაზში ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ინფორმაცია რეალურ დროში ახლდება და დროული რეაგირების საშუალებას გაძლევთ.